დღეს, 20:00 საათზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმოდ აინთება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი ღონისძიების რეპეტიციას და მოსამზადებელ სამუშაოებს მოადგილესთან ერთად პირადად გაეცნო დედაქალაქის მერი.
ღონისძიებას მუსიკალურად ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები გააფორმებენ. 23 დეკემბრიდან კი მოსახლეობა საახალწლო სოფლის სტუმრობასაც შეძლებს.