27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დანაღმვა არის სარაკეტო დარტყმებზე სასტიკი ტერორის ფორმა, რომელთან გამკლავებაც მრავალი წლის განმავლობაში მოგვიწევს-ზელენსკი 

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დანაღმვა არის სარაკეტო დარტყმებზე სასტიკი ტერორის ფორმა, რომლის შედეგებთან გამკლავება მრავალი წლის განმავლობაში მოგვიწევს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საფრთხის შემცველია 170 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია.

"უკრაინის ტერიტორიების დანაღმვა არის რუსული ტერორის ფორმა, რომელთანაც შემდგომი წლების განმავლობაში მოგვიწევს გამკლავება. ტერორისტები შეგნებულად ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სასიკვდილო ხაფანგი დაგვიტოვონ. დამარხული ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა, დანაღმული შენობები, მანქანები და ინფრასტრუქტურა... საუბარია 170 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი სიდიდის სახიფათო ტერიტორიაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტულად ნაღმების ტერორი იქნება რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის გამო წაყენებულ ბრალდებებს შორის ერთ-ერთი. ეს სარაკეტო ტერორზე დიდი სისასტიკე და ბოროტებაა, რადგან არ არსებობს ნაღმსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებს საფრთხეს, როგორც ამას ჩვენი საჰაერო თავდაცვა აკეთებს,"-აცხადებს ზელენსკი.



დღის ამბები