27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"ქართული ოცნება" საზოგადოებისაგან ფარდულად არცერთ ნაბიჯს არ გადადგას, ამის მყარი გარანტია უნდა გვქონდეს-მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, "ქართული ოცნება"  საზოგადოებისგან დაფარულად არცერთ ნაბიჯს არ გადაგავს

ამასთან, მამუკა მდინარაძე აცხადებს იმასაც, რომ ოპონენტებს თუ შეხვედრის გასაჯაროება არ სურდათ, მინიმუმ მიქანაძისთვის უნდა ეთხოვათ ამის შესახებ.

"ძალიან არაადეკვატურად ჩანს მათ მოქმედება, როცა ერთის მხრივ ნამდვილად სურთ რაღაც შენიშვნების დაყენება და ცდილობენ, რომ ჩვენს ეს გავიზიაროთ, მეორე მხრივ კი ბოიკოტს უცხადებენ პროცესს. არ ვიცი ახლა თავის ამომრჩეველს ეპრანჭებიან თუ დამალვა უნდოდათ, ხომ შეიძლება ჯელტმენური შეთანხმება მაინც ეთხოვათ გივი მიქანაძისათვის, რომ მოდი ამ შეხვედრის შესახებ არ გავხადოთ ცნობილი.

ასეთი შეთანხმებაც არ ყოფილა და საჯაროობის პრობლემაზე მათ საკითხი არ დაუსვამთ.  საზოგადოებისაგან ფარდულად არცერთ ნაბიჯს "ქართული ოცნება" არ გადადგას. ამის მყარი გარანტია უნდა გვქონდეს და კიდეც, რომ მოინდომოს ასე მოქმედება ე.წ. ტაბლოზე ჩანს ხოლმე შემდეგ ყველაფერი,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

ბოიკოტში მყოფი პარტიებისგან დანარჩენი ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს - საუბარია "ნაციონალურ მოძრაობაზე", "ლელოზე" და "სტრატეგია აღმაშენებელზე". აღნიშნული პარტიები არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფებში, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ "ქართულ ოცნებასთან" საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებებს მართავენ.

ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია მათში, ვინც პირველივე დღიდან 12 პუნქტის შესრულებისთვის სამუშაო პროცესში მონაწილეობს. ამ ფონზე პარტიებისთვის გაუგებარია, ვის უცხადებენ ბოიკოტს კოლეგები და რატომ მიმდინარეობს კულუარული პროცესები.

დღის ამბები