27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ვიმედოვნებ, საქართველო სწრაფად წაიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ მხოლოდ ლოდინი არ არის საკმარისი - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ საქართველო სწრაფად წაიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა მისივე თქმით, მაგრამ მხოლოდ ლოდინი არ არის საკმარისი.

პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ქართველებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება და ევროკავშირი შეაფასებს პროგრესს რომელიც იქნება მიღწეული.

"თუკი ჩემს პირად მოლოდინებზე მეკითხებით, ნათელია, რომ გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო სწრაფად წაიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ მხოლოდ ლოდინი არ არის საკმარისი. ქართველებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება. როგორც იცით, საქართველომ 12 პრიორიტეტი მიიღო და მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ შევაფასებთ პროგრესს, რომელიც იქნება მიღწეული. საბოლოო შეფასებას გააკეთებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღება მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასდგმელ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით,"- ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები