საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა - ბიძგი თბილისშიც იგრძნობოდა
08-12-2022 10:47
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 25კმ-ში მდებარეობდა და სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.
რყევა საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრად იგრძნობოდა.