ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების განცხადებას, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებსაც უკრაინაში ქართველები მიჰყავთ და საომარ მოქმედებებში რთავენ.
პარალელურად, ერთ-ერთი მედიასაშუალება აქვეყნებს ინფორმაციას და მიმოწერას, რომლის თანახმადაც უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის მსურველებს კოორდინაციას ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი უწევს.
მედიასაშუალება წერს, რომ ჟურნალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა და ჯგუფის წარმომადგენელს ომში წასვლის მსურველად გაეცნო.
მიმოწერით თანახმად, სამხედრო შენაერთის, "ლეგიონის" წარმომადგენელი საბრძოლო გამოცდილების გარკვევის შემდეგ "ომში წასვლის მსურველს" თვეში 45 000 გრივნას, ანუ 2000 დოლარამდე სთავაზობს.