27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან - ოლაფ შოლცი

"კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან" - განცხადება გერმანიის კანცლერმა გააკეთა.

როგორც ოლაფ შოლცმა ალბანეთში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ აღნიშნა, რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში მნიშვნელოვანია ევროკავშირის და იმ ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

"რუსეთის ომისა და უკრაინასთან სოლიდარობის საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის წევრობა. კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ისინი ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან. ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც. ერთიანი მიდგომა გვჭირდება,"- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

დღის ამბები