27 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში ვერც საკუთარ და ვერც სხვის შეცდომებზე ვერაფერს სწავლობენ, საბოლოოდ ძალიან მძიმედ ამთავრებენ - რატი იონათამიშვილი

რადიკალური ქმედებები და ქუჩის აქციები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად - ეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გახმოვანებული დღის წესრიგია, რომელსაც მმართველ გუნდში უკვე უპასუხეს. 

"რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ეს ადამიანები რადიკალიზაციაზე, მით უკეთესი იქნება, ამით უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებენ საკუთარ თავს. აღარ მეგონა დაანონსებული ცხელი შემოდგომის მერე, რომელიც მხოლოდ საკუთარ პარტიაში მიიღეს, კიდევ მსგავსი რიტორიკით თუ გამოვიდოდნენ. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში ვერც საკუთარ და ვერც სხვის შეცდომებზე ვერაფერს სწავლობენ, საბოლოოდ ძალიან მძიმედ ამთავრებენ," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ამ პარტიის წევრები ყოველ დღე ადასტურებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა"  რადიკალების პარტიაა"

ანრი ოახანაშვილი მათ ასევე მოუწოდებს, რომ მუქარით შემცველი ტონი მათთვისვე შეინახონ.

დღის ამბები