აშშ-ის კელი დეგნანი გლობალური პროგრამის - SHE’s GREAT! ფარგლებში, საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში სასწავლო ფესტივალს დაესწრო. პროგრამას საქართველოში საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი ახორციელებს.
სასწავლო ფესტივალი პროგრამის პირველი ფაზის დასკვნითი ღონისძიებაა, რომლის დროსაც SHE’s GREAT!-ის პროგრამის მონაწილეები ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. პროგრამის მიზანია, აღმოაჩინოს და გარდაქმნას გენდერული სტერეოტიპები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ღონისძიება "გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივიზმის" ფარგლებში იმართება.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში. შევხვდი არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, ისინი მუშაობენ ბევრს, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ იმუშაონ ერთად კიდევ უფრო უკეთესად. ეს გახლავთ აშშ-ს მერ დაფინანსებული პროგრამა. ვარ ამაყი აქ, რომ ვიმყოფები და ვარ შთაბეჭდილების ქვეშ, რომ ვიხილე ეს ახალგაზრდა ქართველები, ინი არიან ქვეყ6ნის მომავალი.
ამ სახის ერთობლიობა და ასეთი ერთიანი მუშაობა უნდა იყოს მთელს ქვეყანაში, მათ შორის თბილისში და ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო იპოვის მომავლის გზას ევროპისკენ,"-აცხადებს კელი დეგნანი.