27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ჩვენს ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამრევებს და ლუზერებს არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ვერავინ ვერაფერს ვერ არევს და ვერ მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი.

"ომის პარტია, აი, ეს დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, ისინი რას იტყვიან. საქართველოში ვერავინ ვერაფერს ვერ არევს და ვერავინ ვერაფერს ვერ მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი.

ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით. ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რამე ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში ამ ომის პარტიას, ამრევებს და ლუზერებს არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები