27 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
ოთახიდან საქმე არ კეთდება, მოვუწოდებ ყველას გამოვიდნენ კაბინეტებიდან - ლევან ხაბეიშვილი

რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში - 9 დეკემბერს დანიშნული სხდომა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ, პარტიის დღის წესრიგს განსაზღვრავს.

ერთობლივი შეხვედრის შემდეგ, დღეს არაერთხელ ითქვა, რომ ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადასაყვანად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, ახსენეს რადიკალური ქმედებები და ქუჩის აქციებიც, თუმცა დამატებითი კითხვების პასუხად პარტიის წევრები დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კი, მის თანაპარტიელებს და მათ შორის, მოქმედ თავმჯდომარეს ურჩევს ხალხთან კომუნიკაცია დაიწყონ და კაბინეტებიდან გამოვიდნენ. 

"მგონია, რომ ოთახიდან საქმე არ კეთდება, მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა და ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, ჯერ კიდევ პარტიის თავმჯდომარეს, გამოვიდეს ხალხთან და ასევე, 9-ში 13:00 საათზე ადამიანების მობილიზაციისთვის, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ჩვენ ბრიფინგებით ვერც შედეგზე გავალთ და ვერც რუს ოლიგარქს ვერ შევაშინებთ. მნიშვნელოვანია პარტიის გაძლიერება კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულით და შესაბამისად, დღეს სწორედ ამიტომ  ვარ რეგიონებში, რომ არც ერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი. არავის მიერ დაანონსებულ შეხვედრას არ გავურბივართ, მეტიც, მივესალმები ასეთ აქტივებებს, თუმცა მოვუწოდებ ყველას გამოვიდნენ კაბინეტებიდან და ძალიან ბევრი იმუშაონ ხალხთან," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.

 

 

დღის ამბები