27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
სარკინიგზო ინციდენტის შედეგად ესპანეთში 155 ადამიანი დაშავდა

ბარსელონას გარეუბანში ერთმანეთს 2 მატარებელი შეეჯახა, სარკინიგზო ინციდენტის შედეგად ესპანეთში 155 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი მატარებელი სადგურზე იყო გაჩერებული, როდესაც მას მეორე უკნიდან დაეჯახა.

ავარიის გამო რკინიგზის რამდენიმე ხაზზე მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა . გამომწვევ მიზეზებს კატალონიის პოლიცია იძიებს.

დღის ამბები