27 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
აშშ უკრაინას არ აძლევს საშუალებას და არ ახალისებს მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას - ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას არ აძლევს საშუალებას და არ ახალისებს მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას - ამის შესახებ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

პრაისის თქმით, შტატები უკრაინას თავდაცვითი საშუალებებით ეხმარება.

"ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად, რათა შეებრძოლოს რუს აგრესორებს, რუს აგრესორებს, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არის თავდაცვითი საშუალებები. რამდენიმე ხნის წინ ჩვენმა პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ არ ვაძლევთ უკრაინას საზღვრებს მიღმა თავდასხმის განხორციელების საშალებას," - განაცხადა ნედ პრაისმა. 

დღის ამბები