27 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილმა ნიმუშების აღებაზე დღეს უარი განაცხადა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის თქმით, მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა სისხლის ნიმუშების აღებაზე დღეს უარი განაცხადა და მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

"ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედების, ნიმუშის აღების მიზნით. შევთავაზეთ ნიმუშის აღება, თუმცა უარი განაცხადა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. იმ მიზეზით, რომ, მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დღეს არ სურდა ნიმუშის აღება, თუმცა მას საბოლოოდ უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე და მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედება.

ექსპერტიზა დავნიშნეთ სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში. დავუსვით ექსპერტს კითხვები იმ გაჟღერებულ მეტალებთან და უცხო სხეულებთან დაკავშირებით, რაც გაჟღერდა მედიასაშუალებებში. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ამ საკითხის შესასწავლად მიზანშეწონილად ჩათვალა დამატებით გამოსაკვლევი ნიმუშის წარდგენა," - განაცხადა   ვასილ კაკაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველს, ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზას აზრი არ აქვს, რადგან ანალიზების აღება სხვა მეთოდით უნდა მოხდეს. შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ  ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენა ხდება თმისა და ფრჩხილის ნიმუშებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები