თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპის ოჯახის ორი კომპანია დამნაშავედ ცნო. ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილი ორგანიზაციები 17-ვე წაყენებულ ბრალდებაში გაამტყუნეს.
"13 წლის განმავლობაში კომპანიები სარგებლობდნენ დაუსჯელი სქემით, რომელიც მაღალი დონის ხელმძღვანელებს გულუხვი პრივილეგიებით აჯილდოებდა და საგადასახადო ორგანოებისგან შეღავათებს მიზანმიმართულად მალავდა"- განაცხადა სასამართლო პროცესზე მანჰეტენის ოლქის პროკურორმა.
ტრამპის კორპორაციას სავარაუდოდ მილიონ 600 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.