27 ნოემბერი 2024,   00:21
ვრცლად
თურქეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - ოპოზიციონერი დეპუტატი რეანიმაციაშია

ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში და დაშავებული დეპუტატი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაშია - სხდომათა დარბაზში კანონმდებლები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს დაუპირისპირდნენ.

ტრიბუნიდან სიტყვით "კარგი პარტიის" ერთ-ერთი წევრი გამოდიოდა, რა დროსაც ოპონენტებისგან შეურაცხმყოფელი რეპლიკები ისმოდა, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში მალევე გადაიზარდა.

თავის არეში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი ოპოზიციონერი დეპუტატი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები