თბილისში ევროპის განათლების ფონდის ფორუმი მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით მომზადება/გადამზადების სისტემას განიხილავენ.
აქცენტი კეთდება ამ მიმართულებით ქვეყნის განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაზე. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით მიმდინარე შეხვედრები ხვალ დასრულდება.