27 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ობიექტური გარემოება მოითხოვს, რომ დროულად იქნას სააკაშვილი გადაყვანილი სამკურნალოდ, ეს არის ის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც სჭირდება ამ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას- ეკა ხერხეულიძე

სასჯელის გადავადებასთან დაკაშირებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა პარასკევს, 9 დეკემბერს გაიმართება, იქამდე კი ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები მის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.

მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ. მედიისთვის განცხადება "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია. როგორც კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტი არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტზე კი მკურნალობის პროცესში ბევრია დამოკიდებული.

ჩხაიძისგან განსხვავებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა არის მძიმე, ვინაიდან ის დამხმარე მექანიზმის საშუალებითაც ვერ გადაადგილდება. 

ამასთან, ხერხეულიძე ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ მასთან კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელია.

"არაფერზე არ გვისაუბრია იმიტომ, რომ არის საგრძნობლად ცუდად, ადამიანი 2-ჯერ წაიქცა უმოკლეს დროში. სისუსტე არის იმ კონდიციაში, რომ ადამიანი დამხმარე მექანიზმის საშუალებით გადაადგილების დროსაც კი უძლურია, რომ შეძლოს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.  ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ისევ აქვს არსად არ წასულა ეს პრობლემა... სისუსტე არის ისე მკვეთრად გამოხატული, რომ კომუნიკაცია წარმოუდგენელია. ობიექტური გარემოება მოითხოვს, რომ დროულად იქნას მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი სამკურნალოდ. ეს არის ის აუცილებელი ღონისძიება, რომლის სჭირდება ამ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას,"-აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

დღის ამბები