27 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13 საათზე, ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია- ნიკა მელია 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პირად facebook გვერდზე წერს, რომ ექსპრეზიდენტის სასამართლო 9 დეკემბერს, 13 საათზე ჩაინიშნა. 

ამასთან, მელია თანაპარტიელებს სთხოვს ხვალ ფრაქციის ოფისში შეკრებას, რათა განიხილონ სამოქმედო გეგმა და სტრატეგიები. 

"მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13 საათზე.

ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები,"-წერს ნიკა მელია. 

დღის ამბები