27 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
გიორგი ტყემალაძე: თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა

 "თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა," - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეეხება უკრაინელი გმირების სახელობის ქუჩის სახელდებას, უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცედურა უნდა დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზებას.

"ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
 

დღის ამბები