27 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
გახარიას გუნდი მმართველ პარტიას მოუწოდებს უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე

პარტია "საქართველოსთვის" მმართველ პარტიას მოუწოდებს უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე.

გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას. განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გააკეთა.

გიორგი გახარიას გუნდის წევრებს უპასუხეს მმართველ გუნდში. 

"ცხადია აქა-იქ ჩნდება გარკვეული საჭიროებები, რასაც პრაქტიკა აჩვენებს, რო პრაქტიკული რეალიზების პროცესში საკანონმდებლო აქტმა წარმოიშვა ისეთი საკითხები, რომლებიც ან დაურეგულირებელია, ან გამართლებულია, რომ განსხვავებულად რეგულირდებოდეს. შესაბამისად, როდესაც ასეთ დროს მოდის ინიციატივები, რომ ის დაურეგულირებელი ან არასწორად რეგულირებული საკითხები განსხვავებულად რეგულირდებოდეს, ასეთ დროს ამას სჭირდება განხილვა. ასე აპრიორი წინააღმდეგობა ასეთი ცვლილებებისა რა საკვირველია არასწორი პოზიციაა," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

 

დღის ამბები