27 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
რომან გოცირიძე პარტიაში შიდა კვლევის ჩატარებას უარყოფს და ამბობს, რომ არც ხაბეიშვილი-მუმლაძის შესაძლო გაერთიანებაზე აქვს ინფორმაცია

"ნაციონალურ მოძრაობის" წევრი და პარტიაში ნიკა მელიას მხარდამჭერი რომან გოცირიძე "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

გოცირიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი-გიორგი მუმლაძის შესაძლო გაერთიანებაზე ინფორმაცია არ აქვს. ასევე, გოცირიძე არ ადასტურებს, პარტიაში შიდა კვლევა ჩატარდა.​

"ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ნებისმიერ პარტიის წევრს. ეს არის  ჩვენი წესდების მიხედვით. თუ ვინმეს კომიკურად უნდა თავი გაიხადოს და მიიღოს მონაწილეობა, არც დაუშლის არავინ. 

არავითარი შიდა კვლევა არ ჩატარებულა. პოლიტსაბჭო შეიკრიბება რამდენიმე დღეში და გადაწყდება ყველაფერი. 2 საკითხია გადასაწყვეტი, რომელ ფორმატს ავირჩევთ, Facebook-ით თუ ბლოკჩეინით, ანუ ღია კენჭისყრით თუ დახურულით, ასევე, რომელ რიცხვში და მოესწრება თუ არა ეს ახალ წლამდე," - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ცნობისთვის, შესაძლოა ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, პარტიის შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიკა მელია ორივე კანდიდატს უსწრებს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ორი კანდიდატი მესამეს წინააღმდეგ გაერთიანდეს. ვერსიას უარყოფენ ხაბეიშვილის მხარდამჭერები და გიორგი მუმლაძე. 

დღის ამბები