27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
მეწყერმა კოლუმბიაში ავტობუსს გადაუარა - სტიქიამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

ათობით დაღუპულია კოლუმბიაში, ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა და მგზავრებით სავსე ავტობუსი მოიყოლა. ბოლო ინფორმაციით, ინციდენტს 34 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველებმა ცხრა მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქმნილი მეწყერი, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, დედაქალაქიდან 230 კილომეტრის დაშორებით ჩამოწვა. დაღუპულთა შორის სამი მცირეწლოვანია. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

კოლუმბიის პრეზიდენტმა დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

დღის ამბები