ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსული ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
მათი განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა "სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის" გათვალისწინებით.
ლიცენზიის გაუქმებამდე „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმეს იმის გამო, რომ მან ანექსირებული ყირიმის ტერიტორია რუკაზე რუსეთის შემადგენლობაში მონიშნა და რუსულ ჯართან მიმართებაში გამოიყენა სიტყვა "ჩვენი"