27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას, რუსეთს კი სურს ჩვენს რეგიონზე ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა- შალვა პაპუაშვილი

ნიდერლანდების სამეფოში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილმა მონაწილეობა მიიღო კლინგენდაილის ინსტიტუტის საჯარო დისკუსიაში.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ექსპერტებთან გამართულ დისკუსიაშიც ჩაერთო. მან საქართველოს ევროპულ არჩევანზე გააკეთა აქცენტი და მიმოიხილა ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.

ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიის შედეგებზე როგორც უკრაინაში ასევე საქართველოსა და მთელს რეგიონში.

"ჩვენ ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. აღნიშნული ცვლილებები იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო სირთულეებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება და სხვა გამოწვევები ამის ნათელი მაგალითებია. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა.

აღნიშნული ცვლილებების და ტურბულენტობის პირობებში, საქართველო ახერხებს და ინარჩუნებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს. საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას დიდი ენთუზიაზმით შევუდექით. იმის მიუხედავად, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საქართველომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მეტ ენერგიას შესძენს საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებად დემოკრატიას და დიდი სტიმული იქნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის. კანდიდატობის სტატუსი ასევე შეამცირებს ისეთი ავის მსურველების ძალისხმევას, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც სურს, ჩვენს რეგიონზე კვლავ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა.საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები