27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. ერთი ყოფილი მოხელეა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა 4 ათას 180 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ორი ნაკვეთი.
 

დღის ამბები