ირმა ხეცურიანი კონტინენტის ჩემპიონია. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ვარშავის ევროპის ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
მოფარიკავეები სამშობლოში გამთენიისას ჩამოფრინდნენ. მათ აეროპორტში - გულშემატკივრები და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, რატი იონათამიშვილი დახვდნენ.
ხეცურიანთან ერთად, ვარშავის ევროპის ჩემპიონატში - ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ასპარეზობდნენ.