"პუტინმა არ უნდა მოიგოს, მაგრამ არც ზელენსკიმ უნდა მოიგოს ძალიან ბევრი" - ამ სათაურით სტატიას გამოცემა "თაიმსი" აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ეს არის სასიკვდილო დილემა დასავლეთისთვის. ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთს, აღმოსავლეთ ევროპაში ძველი საბჭოთა იმპერიის აღორძინება სურს.
"ვინ იქნება შემდეგი, თუ დასავლური გადაწყვეტილებები შეფერხდება? თუ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები შეზღუდავენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას, კრემლი ჩათვლის, რომ უკრაინის განადგურება უსაფრთხოა, გლობალურ დონეზე სხვა ამბიციური მოთამაშეები კი, როგორიც არიან ჩინეთი და ირანი, ვითარებას აკვირდებიან," - წერს "თაიმსი".
რაც შეეხება უკრაინის მოგებას, ავტორის შეფასებით, უკრაინის გამარჯვებებმა შეიძლება რუსეთის უსაზღვრო შურისძიება გამოიწვიოს.