27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად რეალიზებული" - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად.

რატი ბრეგაძის განცხადებით, არ არის მორალური და ეთიკური, როდესაც ცდილობენ, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

"სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად რეალიზებული.

რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ეს პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. ჩვენ ასევე, ვიხილეთ ადვოკატის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ დასკვნა კონფიდენციალური იქნებოდა, რომელიც სასამართლოს წარედგინებოდა და არავის ექნებოდა მასზე წვდომა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც "ყოვლისმცოდნეები" არიან და საუბრობენ მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ეს ადამიანი კლინიკაშია და როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ მას გაეწია ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, არის სწორედ ის, რომ როდესაც სჭირდება ექიმის დახმარება ის ამ დახმარებას იღებს, განსხვავებით 2012 წლამდე, როდესაც არა თუ ექიმის დახმარებას ღებულობდნენ, სიგარეტის ნამწვავებით გამოდიოდნენ.

რაც შეეხება იმ საკითხს, იქნება ეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა თუ ნებისმიერი სხვა მიზნით, გპასუხობთ შემდეგნაირად, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. თუ კი ადამიანი იქნება მსჯავრდებული პატიმარი, ის ვერ გავა ქვეყნის ფარგლებს გარეთ," - აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები