საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ვიზიტით ყირგიზეთის დელეგაცია იმყოფებოდა. შეხვედრის მიზანი სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება იყო.
სტუმრები იმ რეფორმებს გაეცნენ, რომლებიც მიმართულია მოსახლეობის დასაქმების, შრომის ბაზრისა და ეკონომიკური განვითარების გაუმჯობესებისკენ.
დელეგაციის შემადგებლობაში როგორც ყირგიზეთის სამთავრობო სტრუქტურების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.