27 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ საარჩევნო შტაბის და რეგიონული ხელმძღვანელები დაასახელა

კვირის ბოლოს უნდა დასახელდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების თარიღი, ასევე ის, თუ რა ფორმით ჩატარდება კენჭისყრა - საკითხზე მსჯელობას პოლიტსაბჭო 11 დეკემბერს აპირებს.

დღეიდან საკუთარი საარჩევნო პროგრამის წარდგენას იწყებს კანდიდატთა ნაწილი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ალიკა კუპრავა, ხოლო რეგიონულ ხელმძღვანელად გიორგი კაპანაძე დაასახელა. ამის შესახებ განცხადება მან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, გუნდის წევრებთან ერთად გააკეთა.

როგორც კანდიდატი ამბობს, საარჩევნო პერიოდში მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იქნება.

"ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დავიწყეთ და ამისთვის გვჭირდება შტაბის ეფექტური მუშაობა. ვასახელებ ახლა, რომ შტაბის ხელმძღვანელი იქნება ალიკა კუპრავა, ხოლო რეგიონალური ხელმძღვანელი - გიორგი კაპანაძე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, თუ ვიქნებით სოლიდარულები და ერთიანები ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ამ პარტიის გარშემო არის შემოკრებული და ზოგადად ვითანამშრომლებთ ნებისმიერთან," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ გიორგი მუმლაძის გუნდს უერთდება, რათა ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საერთო ძალებით გადაარჩინონ.

"ვუერთდები გიორგი მუმლაძის გუნდს იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად პროცესი, რომელიც დაიწყო "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ პროცესიდან გამარჯვებული გამოვიდეს ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი," - ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები