27 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
Bloomberg: "კრედიტ სუისი" თაღლითი ბანკირის არასათანადო ქმედების გამო მასზე დაკისრებული 600 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებისთვის იბრძვის

"კრედიტ სუისი" თაღლითი ბანკირის არასათანადო ქმედების გამო მასზე დაკისრებული 600 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებისთვის იბრძვის - ამ სათაურით სტატიას Bloomberg ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ კრედიტორი ამისთვის ბერმუდის სასამართლოს მიმართავს. ბერმუდის სასამართლომ "კრედიტ სუისს" ბანკის კლიენტისთვის, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ანაზღაურება მარტში მას შემდეგ დააკისრა, რაც დაადგინა, რომ "კრედიტ სუის ლაიფმა "თვალი დახუჭა" ბრალდებული ბანკირის, პატრის ლესკოდრონის მიერ ივანიშვილის ფულის ბოროტად გამოყენების შემთხვევაზე.

სტატიის თანახმად, ფრანგი ბანკირი, რომელიც 2018 წელს გაასამართლეს, დამოუკიდებლად მოქმედებდა და მის დანაშაულებრივ საქმიანობას კოლეგებისა და ზედამხედველებისგან მალავდა. ივანიშვილის წარმომადგენელმა საქმის განხილვამდე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ახლა "კრედიტ სუისი" ითხოვს საჩივრის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.

ივანიშვილმა შვეიცარულ საკრედიტო ორგანიზაციას სინგაპურშიც უჩივლა, სადაც 800 მილიონის კომპენსაცია მოითხოვა. სექტემბერში ჩატარებული სასამართლო პროცესის დროს, "კრედიტ სუისმა" აღიარა, რომ მან ვერ აცნობა მის მილიარდერ კლიენტს მისი ანგარიშებიდან არაავტორიზებული გადარიცხვების შესახებ, ეს იყო მოულოდნელი ნაბიჯი რამაც შეიძლება განსაზღვროს სასამართლო პროცესის შედეგი.

დღის ამბები