თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. კინოთეატრ "ამირანში" ღონისძიების გახსნას პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი დაესწრო.
11 დეკემბრის ჩათვლით, კინოთეატრის 4 დარბაზში სულ 94 ფილმი იქნება ნაჩვენები. ევროპულ ფილმებს კი წელს ქართული ფილმები სჭარბობს.
წელს ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება მხატვრულ სრულმეტრაჟიან და დოკუმენტურ სრულმეტრაჟიან ფილმებს დაეთმობა.