ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცხრე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა. დაჯილდოების პროცესს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000- დან 150 ათასამდე გაიზარდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
"20 გამარჯვებული კომპანია, რომელიც შერჩეულია მსოფლიოში წამყვანი ექსპერტების მიერი, რომელიც თვითონ არიან ინვესტორები და მენტორები. ვფიქრობ, რომ სამართლიანი და ძალიან კონკურენტულ პირობებში შერჩევის პროცესი წარმატებით დასრულდა,"- აცხადებს ლევან დავითაშვილი.