27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
შვედეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი მოკლეს

შვედეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი" ავრცელებს, Facebook-გვერდ - "ჩეჩნეთი"-ზე დაყრდნობით.

მათივე ინფორმაციით, ტუმსო აბდურაჰმანოვი კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო იყო.

"შვედეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი მოკლეს.

რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის ამის დაჯერება ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები ტუმსოზე თავდასხმის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა.

დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, ერთადერთი რაც ვიცით არის, რომ მას ესროლეს და ესროლა ადამიანთა ჯგუფმა.

ტუმსო კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო იყო. ის იბრძოდა სიმართლის გზაზე და ბოლომდე ამ გზის ერთგული დარჩა..." -ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები