ბარბაროსობა - ასე უწოდებს ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ უკრაინის ელეტროენერგიის მიზანში ამოღებას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პუტინი ცდილობს ზამთარი იარაღად გამოიყენოს - გამორთოს შუქი, გათბობა და უკრაინელი ხალხი სიბნელესა და სიცივეში დატოვოს.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა პუტინი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობს, შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.