"რუსთავი 2" ერთგული მაყურებლისთვის კიდევ ერთ იუმორისტულ გადაცემას იწყებს. დღეს, ზუსტად 23:00 საათზე "ანეკდოტების შოუ" იწყება.
გადაცემა, სადაც იქნება ბევრი სიცილი, კარგი განწყობა და შეჯიბრი იუმორში. პაატა გულიაშვილი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს უმასპინძლებს და ერთმანეთს ანეკდოტებში შეაჯიბრებს. ვინც უფრო მეტად გაგვაცინებს - ფულადი პრიზით დასაჩუქრდება.
გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ მაყურებელს მხიარული განწყობა შეუქმნას.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი