ხვალიდან ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, უძლიერესი შემადგენლობით, უკვე გაემგზავრა კოლუბიაში. ჩემპიონატში სულ 12 ქართველი მონაწილეობს. ყველაზე მძიმე კატეგორიაში კი ლაშა ტალახაძე ასპარეზობს, რომელიც შეეცდება, რომ მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდეს.
ლაშა ტალახაძეს ზედიზედ ხუთი მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული. ფაქტობრივად, ყველა ჯერზე, უმაღლეს შედეგს აფიქსირებს და საკუთარ რეკორდს აუმჯობესებს. შეეჭიდება თუ არა ტალახაძე სარეკორდო წონას კოლუმბიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - ამის შესახებ მან დავით ფრანგიშვილთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც "კურიერი P.S-მა" ბოგოტაში გამგზავრებამდე ჩაწერა.
ავტორი : დავით ფრანგიშვილი