წირქვალი - სოფელი, რომელიც არქეოლოგიურად კარგად შესწავლილი არ არის, თუმცა ეს მიწა უამრავ არტეფაქტს ინახავს. სწორედ წირქვალთან, ბონდის მღვიმეშია ნაპოვნი 35 ათასი წლის წინანდელი ძაფი. ასევე, ეს სოფელი ცნობილი იყო საუკეთესო ქვის მთლელებით.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ეს სოფელი კომუნისტებმა განსაკუთრებით აითვალწუნეს. თავისი ისტორიის და ადგილმდებარეობის გამო, ადგილობრივები დიდი რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ.
წირქვალში ერთ-ერთი მთავარი ხელობა ქვის მთლელობა იყო. 19-ე საუკუნის ხელოსნების ნამუშევრებს უხვად დღეს მხოლოდ სოფლის სასაფლაოზე თუ ნახავთ. ერთი მთლიანი ქვიდან, ან მარმარილოდან გამოთლილი ძეგლები და ბარელიეფები, თავისი წარწერებით, დღესაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.
აქ აღმოჩენილი უძველესი აბრეშუმის ძაფი ბევრისთვის ძველი ხელობის შესწავლის და აღორძინების ინსპირაციაც გახდა. წირქვალში არიან ისეთებიც, ვინც ძაფს ძველი წესით რთავს და ღებავს. ერთ-ერთი ასეთი ეკა წიგნაძე გახლავთ, რომელიც თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადმოვიდა.
წირქვალში დაბრუნდა ვალერიც. მან წლები იმუშავა მანდატურად ჭიათურის სკოლაში, მას შემდეგ კი რაც მისი სოფლის სახლი დაცარიელდა, საკუთარ მიწას დაუბრუნდა.
ვალერის სოფელში საკმაოდ კარგი სახლი აქვს, თუმცა ძირითად დროს მაინც პატარა ქოხში ატარებს, რომელიც საკუთარი ხელით ააშენა. ქოხშივე აქვს მოწყობილი ნაპოვნი არტეფაქტების პატარა კუთხეც.
ავტორი : გიორგი ქორქია