თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, 18 ტერორისტი დააკავეს, მათ შორისაა ე. წ. ”ისლამური სახელმწიფოს” ფინანსურ ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი.
როგორც ცნობილია, ოპერაციები ჯარაბლუსის და ალ-ბაბის რეგიონებში ჩატარდა, რომლის ფარგლებში დაკავებულია ე. წ. ”ისლამური სახელმწიფოს” 13 წევრი. დაკავებულები ახორციელებდნენ პროპაგანდას, გადაბირებას და აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას, ასევე, ამზადებდნენ თავდასხმებს.
იმავე დღეს თურქმა სამართალდამცველებმა ქურთული დაჯგუფებების ხუთი წევრი დააკავეს. ეჭვმიტანილთა სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოღებულია 10 კილო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, შაშხანები და 253 საბრძოლო ვაზნა.