ირანმა მორალის პოლიცია გააუქმა, ამის შესახებ ინფორმაციას მედია ირანის გენერალურ პროკურორზე მოჰამედ ჯაფარ მონთაზერზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან," - განაცხადა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.
ცნობისთვის, მორალის პოლიცია 2006 წელს, მოკრძალებისა და ჰიჯაბის კულტურის გასავრცელებლად, ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის მმართველობის დროს შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ უკვე ორთვენახევარია, რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.