27 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
ისაკაძის ქუჩაზე, წყლის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

ისაკაძის ქუჩაზე, წყლის ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 5 დეკემბრიდან 55 დღის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე წყლის ქსელს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეიზღუდება მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე. აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის
ქუჩის გამოყენებით.

"ისაკაძის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები