თბილისში რიგით 23-ე საერთაშოროსო კინოფესტივალი იწყება. დღეიდან - 11 დეკემბრამდე 10-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი რეჟისორების ნამუშევრებს წარადგენენ.
"კურიერი" ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტს ფესტივალის შესახებ ესაუბრა. აგნიეშკა ჰოლანდის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები ეხმარება ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს არსებული გამოწვევები დაძლიონ.
"15 წელია საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავ. ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხაიძე წლწბია მეპატიჟება. სამწუხაროდ, აქამდე ვერ ვახერხებდი. ახლა კინოფესტივალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა, რადგან პანდემიის გამო ამ ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. მსგავსი ღონისძიებები კი ეხმარება ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს ერთად დავძლიოთ არსებული პრობლემები და აუდიტორიამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი," - განაცხადა ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტმა აგნიეშკა ჰოლანდმა.