27 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
"ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე” - გორის თეატრში პრემიერა გაიმართა

გორის ერისთავის თეატრში პრემიერა გაიმართა. "ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე” - ესაა ერთმოქმედებიანი ტრაგედია, რომელიც რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილნა მისივე საავტორო პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლი 2008 წლის ომზე და ზოგადად ომის სისატიკეზე გვიყვება.

პიესაში გამოყენებულია დოკუმენტური მასალა, კერძოდ 2008 წლის ომში და ომიდან გაგზავნილი სატელეფონო მიმოწერები.

დღის ამბები