ოზურგეთში, 84 წლის ქალი, ყელზე მრავლობითი დაზიანებებით საკუთარ საწოლში იპოვეს. ქალს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თვითმხილველების ინფორმაციით ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და თვითდაზიანებები მიიყენა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული.
რაც შეეხება ქალის მდგომარეობას, ის კლინიკა "მედალფაშია" მოთავსებული და მის სიცოცხლეს, ექიმების თქმით საფრთხე არ ემუქრება.