საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვა დაწესდა.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,"-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.