27 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
პუტინმა შესაძლოა თავისი ჯარების აღსადგენად, უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები გამოიყენოს, რათა მორიგი თავდასხმა განსახორციელოს -  ჯეიმს კლევერლი 

ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა თავისი ჯარების აღსადგენად, უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები გამოიყენოს, რათა მორიგი თავდასხმა განსახორციელოს - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი რუსეთის მიერ აღებულ პაუზას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. მინისტრმა საქართველოს შემთხვევაც გაიხსენა:

"შეხედეთ ვლადიმერ პუტინს სადამდე მივიდა? ავიღოთ საქართველო, მისი აგრესია იქ უნდა დასრულებულიყო, ასე არ არის? ისევე როგორც ყირიმით და აღმოსავლეთ უკრაინით. საბოლოო ჯამში კი ჩვენ დავინახეთ, რომ ის მიიწევდა იმ ბოლო აგრესიის ტალღისკენ, რომელიც სულ ბოლოს ვიხილეთ," - აღნიშნავს ჯეიმს კლევერლი.

დღის ამბები