27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
სამარცხვინო საქციელია, პატიმარი ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულირება იმისთვის, რომ დივიდენდები მიიღო პარტიის შიგნით - რატი იონათამიშვილი 

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარეობს, უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ დღევანდელი აქცია მიხეილ სააკაშვილის სახელს ამოაფარეს, თუმცა რეალურად, ეს ოპოზიციის ამომრჩევლების გულის მოგებისთვის გადადგმული ნაბიჯია. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები მხოლოდ იმას აჩვენებს, როგორი კრიზისია "ნაციონალურ მოძრაობაში."

"3 ათას გვერდიანი ნაშრომი დაწერეს და კონკრეტული მაინც ვერ თქვეს, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი გაყვანა საზღვარგარეთ. ახლა მართავენ აქციას, ამ აქციას ფუთავენ, რომ თითქოს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა და როგორც ჩანს, ერთმანეთს უწყობენ აქციებს იმისთვის, რომ როგორმე მეტი მხარდამჭერი ყავდეთ იმ არჩევნებისთვის, რომლის თარიღის ჩანიშვნის უნარიც არ აქვთ. ეს ჯაჭვი აჩვენებს, როგორი კრიზისია ნაციონალურ მოძრაობაში, რაც ნამდვილად არის სამართლიანი და დამსახურებული, ვინაიდან, დესტრუქციის იქით ჩვენ ეს პარტია არაფრით არ გვახსოვს. სამარცხვინო საქციელია, როდესაც პატიმარი ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულირებ იმისთვის, რომ რაღაც დივიდენდები მიიღო პარტიის შიგნით," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპონენტები პოლიტიკური მიზნებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამოყენებას ცდილობენ და ამის დრამატულად წარმოჩენა სურთ.

"პოლიტიკოსები აშკარად ცდილობენ, ამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამოყენებას, ამის ისე წარმოჩენას, რომ ეს არის დრამატული სცენა და ამის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. მათთვის საინტერესოა არა ნამდვილი მდგომარეობა ჯანმრთელობის, რომელიც არ არის ნამდვილად შემაშფოთებელი და ასეთი სიგნალი არსაიდან არ მოსულა, მხოლოდ პოზიორობენ. მხოლოდ პოზიორობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, სადაც არის განხეთქილება, თუ ვინ რომელ კანდიდატს, რომელ დაჯგუფებას დაუჭერს მხარს ელექტორატიდან, ამაზე მიდის მუშაობა, ეს არის მთავარი ფუნქცია და ამოცანა ამ აქციის," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

 

 

დღის ამბები