27 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა რაჭაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის და მოკლულის ვინაობა

მკვლელობა რაჭაში -  "კურიერისთვის" ცნობილი გახდა მოკლულისა და ბრალდებულის ვინაობა. მოკლული ომარ გაბისონიაა, მკვლელობაში ბრალდებული კი გიორგი სოხაძე. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა.

დაპირისპირების დროს კი 35 წლამდე კაცმა 61 წლის მეზობელს, მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. 61 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტყეში ერთ-ერთ მათგანს მეორე მეზობელი ხის მოსაჭრელად ჰყავდა წაყვანილი, თუმცა რა მოხდა ზუსტად და რის გამო გაიმეტა ერთმა მეორე სასიკვდილოდ, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. 

დღის ამბები