27 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანამედროვე ბირთული ბომბდამშენი წარადგინა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანამედროვე ბირთული ბომბდამშენი წარადგინა. ბი-21 რაიდერი სტელსის სისტემითაა აღჭურვილი და მასთან დაკავშირებლი პროგრამის ყველა ასპექტი კლასიფიცირებულია. პენტაგონი აღნიშნულ ბი-21 ის შექმნაზე საიდუმლოდ რამდენიმე წელიწადი მუშაობდა.

"ეს არის უბრალოდ კიდევ ერთი თვითმფრინავი, ეს არის ამერიკის გადაწყვეტილების განსახიერება დაიცვას რესპუბლიკა, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. საჰაერო თავდაცვის ყველაზე დახვეწილ სისტემებსაც კი გაუჭირდებათ ცაში "ბი-21"-ის აღმოჩენა," - განაცხადა შტატების თავდაცვის მდივანმა.

ახალ ბომბდამშენს ელექტრონული გამონაბოლქვის კონტროლის ახალი საშუალებები აქვს, რათა სამხედრო თვითმფრინავს მოწინააღმდეგის რადარების მოტყუება და სხვა ობიექტად შენიღბვა შეეძლოს. მისი სავარაუდო ღირებულება 700 მილიონი დოლარია.

დღის ამბები